ნარგიზა სალუქაშვილი 70-50
ნარგიზა სალუქაშვილი 70-50 როდესაც სცენიდან საკუთარი სახელი და გვარი გაიგო, გული საოცარი სიამაყით აევსო. ეს ნამდვილი გამარჯვება იყო, გამარჯვება პროვინციული თეატრის მსახიობისა, რაც არც თუ ისე ხშირად ხდება. წუთიერ აღტაცებასა და სიამაყეს გულისტკივილი და სინანული მოჰყვა. ქალბატონ ნარგიზას საკუთარ ქალაქში ბევრი ნიჭიერი მსახიობი ეგულებოდა, რომლებიც მხოლოდ იმიტომ ვერ გადიან ფართო ასპარეზზე, რომ პროვინციულ თეატრს წარმოადგენენ. სცენაზე სამადლობელი სიტყვის სათქმელად ასულმა, საკუთარ გრძნობებსა და ემოციებზე ლაპარაკს, სწორედ ამ თემის წამოჭრა არჩია. შხვაგვარად წარმოუდგენელიც კი იყო. ბუნებით საოცრად თავმდაბალ ქალბატონს საკუთარი თავის ქება-დიდება რომ შეძლებოდა, თავის დროზე უფრო დიდი პერსპექტივები გადაეშლებოდა წინ. მიუხედავად ამისა, გვიან, მაგრამ მაინც აღიარეს მისი სასცენო დამსახურება. წელს ნარგიზა სალუქაშვილი ქალის როლის საუკეთესო შემსრულებლად დასახელდა `საქართველოს თეატრალური საზოგადოების~ მიერ. ღონისძიება თბილისში გაიმართა. `მის მიერ განსახიერებულ ყოველ სახეში მოჩანს უზომო სითბო, ადამიანური მომხიბვლელობა. მისი ყველაზე მნიშვნელოვანი თვისება არის გულწრფელობა და სიმართლე. ამასთან ერთად, ქალურობა და სინაზე.~- ლილი იოსელიანი. `ხალხის გაზეთი~ ესაუბრა ქალბატონ ნარგიზა სალუქვაშვილს მისი შემოქმედებისა და ცხოვრების შესახებ. - როდესაც სცენაზე ჯილდოს მისაღებად ავედი, ერთხანს გავოგნდი. ამდენი ხალხი, მთელი დარბაზი მიკრავდა ტაშს რაიონიდან ჩასულ უბრალო მსახიობს. ერთ წამში მთელმა ჩემმა შემოქმედებამ ჩამირბინა თვალწინ, მთელმა ნახევარმა საუკუნემ. მე მაღიარეს და ამ აღიარებამ უდიდესი პასუხისმგებლობა დამაკისრა მაყურებლის წინაშე. გული კი სიამაყითა და მადლიერებით აღმევსო.< - ქალბატონო ნარგიზა, თქვენ შარშან სცენაზე დგომის ორმოცდაათი წელი შეგისულდათ. როგორ დაიწყო ეს ყველაფერი, როდის გადაწყვიტეთ, რომ თქვენი ცხოვრება თეატრისთვის მიგეძღვნათ|? - საერთოდ ძალიან მორიდებული და წყნარი ბავშვი ვიყავი. ერთხელ მოზარდ მაყურებელთა თეატრში დავესწარი სპექტაკლს `მშვიდობის მტრედები~. სცენაზე გოგონა იდგა ლამაზი, თეთრი კაბით. მინდოდა, მეც ისეთივე სითბო მიმეღო ადამიანებისაგან, როგორიც მას ხვდა წილად. ამ ოცნებამ გამაბედინა. დავამთავრე თეატრალური და 19 წლისა განაწილებით მოვხვდი გორის გიორგი ერისთავის სახელობის სახელმწიფო თეატრში. ზუსტად მახსოვს, 1959 წლის 19 აგვისტო იყო. აქ მოსვლისას ნამდვილად გამიმართლა. ძალიან კარგი დასი დამხვდა, დიდი მსახიობები: კახნიაშვილი, ბოჭორიშვილი, ხერხეულიძე, ცაბაძე და სხვები. - პირველად რომელ სპექტაკლში ითამაშეთ? - ზაპოლსკაიას `პანი დულსკაიას მორალში~ ვითამაშე. თეატრის მაშინდელმა ხელმძღვანელობამ აღმოჩენა მიწოდა. ეს ჩემი პირველი გამარჯვება იყო. მეხმარებოდნენ უფროსი თაობის მსახიობები, რათა უფრო მეტად გამეთავისებინა ჩემი როლები. ქეთო ბოჭორიშვილს სახლშიც კი მივყავდი და იქ მამეცადინებდა. - ზოგადად, ყველა მსახიობს აქვს საოცნებო როლი. თუ მოგეცათ თქვენი სასცენო ოცნების რეალიზების საშუალება? - ამ მხრივ, შემიძლია ვთქვა, რომ გამიმართლა. ყოველთვის საინტერესო და სასურველ როლებს ვთამაშობდი. როლი, რომლის გამოც ჯილდო მივიღე, ნამდვილად იყო საოცნებო. სპექტაკლში `მეფე ლირი თავშესაფარში~ ქეთოს როლი შევასრულე. ახლა უკვე ჩემი ასაკის შესაბამისი როლების შესრულება მინდა. - ცნობილია, რომ თქვენი ქალიშვილიც მსახიობია. იმოქმედა თუ არა მის გადაწყვეტილებაზე თქვენმა პროფესიამ? - ია სამი წლიდან სცენაზეა. როდესაც რეპეტიციები მქონდა, თეატრში მიმყავდა. იქ მისთვის ოთახიც კი იყო გამოყოფილი, სადაც ეძინა. საკმაოდ დიდ დროს ატარებდა თეატრში და ამან გარკვეულწილად მისი არჩევანი განაპირობა.< - რას ურჩევთ ახალგაზრდა მსახიობებს? - ვურჩევ, სირთულეებს არ შეუშინდნენ. პირადად მე ცხოვრება შევწირე თეატრს. რომ გახდე წარმატებული მსახიობი, სცენის გამო ბევრი რამის ატანა და დათმობა უნდა შეგეძლოს. - რას გეგმავთ სამომავლოდ? - მალე აღადგენენ სპექტაკლებს `მეფე ლირი თავშესაფარში~ და `ფილოსოფიის დოქტორი~ ჩემი მონაწილეობით. ამჟამად ხუთ სპექტაკლში ვარ დაკავეული და მზად ვარ საჭიროების შემთხვევაში სხვაგანაც ვითამაშო. `დ. კლდიაშვილის `ირინეს ბედნიერებაში~ უსიტყვო როლს ასრულებდა. თვალს ვადევნებდი კულისებიდან, მას ისეთი ნათელი თვალები ჰქონდა, ისე დატვირთვით მუშაობდა... ძალიან საინტერესო მსახიობია, განსხვავებული...’’ – მედეა ჯაფარიძე.
მაკა კოჭლამაზაშვილი .
მაკა კოჭლამაზაშვილი
04.02.2010
ინფორმაცია მოწოდებულია: ”ხალხის გაზეთი”
ლილი იოსელიანი:,,ახლა თეატრის ხელმძღვანელობის ჯერია..."
ვსარგებლობ დღევანდელი დღით რომ გულში ჩავიკრა ჩავეხუტო,დიდი ხნის მონატრებულ დის სადარს,ადამიანს მეგობარს და ჩემთვის უსაყვარელეს მსახიობს ნარგიზა სალუქაშვილს რომელთანაც სამსახურეობრივ პროფესიონალურ კოლეგიურ ურთიერთობის გარდა კიდევ უფრო მეტის წმინდა სულიერი ადამიანური ,მშობლიური გრძნობები მაკავშირებს,ნარგიზა სალუქაშვილი სცენიური ხელოვნების სამსახურში –მისმა კაცთმოყვარულმა არსებამ მოიყვანა.ყმაწვილობიდან ჭირ–ვარამ გამოვლილმა ,უსმართლობით მიყენებულმა ტკივილმა კი არ გააბოროტა პირიქით სიკეთით აღავსო.სიყვარული ,დახმარების გრძნობა განუვითარა.ადამიანები უფრო მეტად შეიყვარა და ეს გამოცდილება აგერ უკვე ნახევარი საუკუნეა თავის შემოქმედებით მაყურებელს გაუზიარა.
მის მიერ განსახირებულ ყოველ სახეში მოჩანს მისი უზომო სითბო ,ადამიანური მომხიბლელობა,მისი თვალშისაცემი თვისება არის გულწფელობა და სიმართლე ქალურობა ,დასინაზე.
იყო ხელოვანი და არ იყო მართალი– შეუძლებელია,რადგან ასეთი ხელოვანი მაყურებლის ემოციებს ვერ გამოიწვევს.ნარგიზას აქვს საოცარი დაკვირვების უნარი.გულწრფელობა ხელს უწყობს იმაში ,რომ ითამაშოს ლირიული და დრამატიული როლები.დაკვერვების უნარით კი შესანიშნავად ახერხებს მკვეთრი ხასიათების განსახიერებას .მისი სახასიათო როლები არის არა დამცინავი ან ამაზრზენი არამედ იუმორის გამომწვევი ,ლირიკულ–კომიკური.
ნარგიზა სალუქაშვილი ამიტომაცაა ჩემი საყვარელი მსახიობი.უსამართლოდ მიმაჩნია ,დანაშაულია,რომ არ გამოჩნდა თიატრმცოდნე,რომელიც მის შემოქმედებას გულდასმით განეხილა გაეანალიზებაინა,გაენათებინა .
მე ნარგიზა სალუქაშვილის მორიდებულობა და თავდაბლურად ჩრდილში დგომის ჩვევა –ხასიათი მიმაჩნია. არიან ადამიანები რომლებსაც აღმოჩენა სჭირდებათ.ნარგიზა სწორედ ასეთია.მას არ აქვს თვისება თვალში გეცეს.გამოხატოს თავისი სურვილები,მოგთხოვოს პატივისცემა ან დაფასება–რაც ასე აწყობთ ხოლმე საერთოდ ურთიერთობებისას ადამიანებს.შემოქმედის მიმართ ყურადღების გამოჩენა ხელმძღვანელობის მოვალეობაა,მათ კი უყურადღებოდ ტოვებენ,,ძალადობის მოირეშე ადამიანების ნება სურვილს ემორჩილებიან" და არა თავმდაბალ,მორიდებულ ,ხათრიან ადამიანებს,რომელთაც უსამართლოდ ტკივილს აყენებენ.
– მე მოვუხმობდი თიატრის ხელმძღვანელებს მათ ხელმძღვანელებს,რეჟისორებს,თეატრმცოდნეებს ,მეტი ყურადღებით მოპრყრობოდნენ ნიჭიერებით ,მოქალაქეობით,მაღალი პროფესიონალობით და გულითადობით მოღვაწე მუშაკებს –განსაკუთრებით,,ჩრდილში მდგომთ"–ხელი შეეწყოთ მათი ღირსების სრულად წარმოსაჩენად.
ვნანობ,რომ გორში ჩემთვის უძვირფასეს თეატრის კოლექტივთან მუშაობის პერიოდში თავად ვერ მოვახერხე ეს.ხელს მიშლიდა რწმენა ,რომ ,ნარგიზა სალუქაშვილი მაშინ ძალზე ახალგაზრდა იყო.მე მიმაჩნია რომ ნარგიზას ბევრი ისეთი როლი არ უთამაშია რომელიც სწორედ მას უნდა ეთამაშა.არ მინდოდა ჩვენი ახლო დედაშვილური ურთიერთობა მის მიმართ მიკერძოებაში არ ჩაეთვალათ.ჩვენ შვიდი წელი ერთად ვცხოვრობდით,ვმეგობრობდით,ვშრომობდით.მენატრება ის მშვენიერი დღეები... გალაქტიონის,,გაგონდება თუ არა კარალეთის დღეები".მასტან გატარებული ტკივილი თუ სიხარული.უდიდესი ადამიანური სითბო,დიდი სიკეთის უნარი....არამც თუ ,,მაგონდება"მენატრება და სულის ამოფშვინამდე მეხსომება. ვეხვევი ჩემს მეგობარს,დის–სწორს .ვლოცავ ,ვუსურვებ სიხარულს და ყოველგვარ ბედნიერებას.
ლილი იოსელიანი